უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ბონში გაემგზავრნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ბონში გაემგზავრნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარჩინებული სტუდენტები - სოფიო ჯიბლაძე და ქეთევან ნიკოლაძე, გერმანიაში, ბონში გაემგზავრნენ.

 

მათ გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის საზოგადოების (IRZ) მიერ ჩატარებულ საშემოდგომო აკადემიაში (Herbstakademie) მონაწილეობის უფლება მოიპოვეს და სალექციო - პრაქტიკულ კურსს გაივლიან სამოქალაქო სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.

 

პროექტს სრულად აფინანსებს გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის საზოგადოება (IRZ).

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - i. khurtsidze@gruni.edu.ge