გერმანელი და ავსტრალიელი ექიმები სტუმრად უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გერმანელი და ავსტრალიელი ექიმები სტუმრად უნივერსიტეტში


23 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცნობილ გერმანელ და ავსტრალიელ ექიმებს-უილიამ ბრაუნსა და ვოიცეხ კონრად კარჩს, უნივერსიტეტთან თანაშრომლობისა და მედიცინის სფეროს განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.

 

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ ისაუბრა უცხოელი სტუმრების საქმიანობასა და მიღწევებზე, აგრეთვე, მათთან თანამშრომლობასა და იმ სამომავლო გეგმებზე, რომელსაც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარება მომავალი შვიდი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ითვალისწინებს.

 

რექტორმა სტუმრებს საზეიმო ვითარებაში გადასცა საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი, მანტია და აღნიშნა, რომ ეს წოდება, შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთგვარი ავანსიცაა.

 

საზეიმო ცერემონიის დასასრულს სტუმრებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნების მედიცინის მიღწევები და ჯანდაცვის ის პოლიტიკა, რომელსაც გერმანია და ავსტრალია დღეისათვის ახორციელებს. ისაუბრეს აგრეთვე თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანოთა ტრანსპლანტაციის, სამედიცინო დაზღვევის, სამედიცინო განათლებისა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m. lomia@gruni.edu.ge