უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის დღის წესრიგში აქტიურად დგას მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადებისა და სტუდენტების მრავალმხრივი პროფესიული უნარ-ჩვევების ფორმირების მიზნით საქმიანობის გააქტიურება და ყველა საგანმანათლებლო პროგრამაში პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება/ინტეგრირება.
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სასწავლო კურსის - „სამაუწყებლო მედია (პრაქტიკა. რადიო-ტელევიზია)“ ფარგლებში (პედაგოგი თათია პაჭკორია) პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისათვის ცნობილმა ჟურნალისტმა და დოკუმენტალისტმა გოდერძი შარაშიამ მასტერკლასი ჩაატარა.
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა "იმედის დღის" ერთ-ერთი წამყვანი მომავალ კოლეგებს იმ ადამიანური და პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ ესაუბრა, რაც თანამედროვე მედიაბაზარზე წარმატებული პოზიციონირებისათვის არის საჭირო. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა სტუმართან და პედაგოგებთან ერთად არაოფიციალურ გარემოში გადაინაცვლეს დაიქ განაგრძეს საუბარი ჟურნალისტის პროფესიის შესახებ.
შეხვედრა სტუდენტებისათვის მეტად საინტერესო გამოდგა და დაგეგმილ დროზე გვიან დასრულდა.
სტუმარმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
საკონტაქტო პირი: ხათუნა კაჭარავა - 599 15 93 34