ბიზნესისა და მართვის სკოლა განაგრძობს სასწავლო-შემეცნებით ტურებს სხვადასხვა აკადემიური წლის სტუდენტებისათვის.
14 ოქტომბერს II, III და IV აკადემიური წლის სტუდენტები ასოცირებული პროფესორის მაკა ფირანაშვილის ხელმძღვანელობით ეწვივნენ ფშავს.
შემეცნებითი ტური მიზნად ისახავდა საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობას და საქართველოს მთიანი რეგიონების შესწავლას.
სტუდენტებმა პედაგოგთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს მარშრუტი, მოამზადეს სასწავლო თემატიკა და მოინახულეს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ჟინვალის წყალსაცავი, ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, სადაც თავმოყრილია ციხესიმაგრე, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ხევსურული კოშკი და სხვა ღისშესანიშნაობები.
სტუდენტებმა ფშავში დაათვალიერეს და მოისმინეს ინფორმაცია არაგვის სათავგადასავლო ცენტრის და პარკის შექმნის შესახებ. გაეცნენ იმ აქტივობებს (ჯომარდობა, ზიპლაინი, ველოტურები, საფეხმავლო ბილიკები და სხვა), რომლებსაც პარკი სთავაზობს ექსტრემის მოყვარულ ადამიანებს.
სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პარკის რთული ტრასის გავლასა და ზიპლაინით დაშვებაში.
სასწავლო-შემეცნებით ტურში უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge