საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - სტუმრად უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - სტუმრად უნივერსიტეტში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს მასპინძლობდნენ.

 

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობასა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც შეეხება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, ასოციაციაში გაწევრიანების წესსა და პირობებს.

 

შეხვედრის დასასრულს ასოციაციის წარმომადგენლებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს და მომავალი თანამშრომლობის თაობაზეც შეთახმდნენ.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ პროფესიულ გაერთიანებას წარმოადგენს. მასში გაწევრიანებულია 5000 მოქმედი ადვოკატი.

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - i. khurtsidze@gruni.edu.ge