Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
იტვირთება...
“ელსა“ - სტუმრად უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“ელსა“ - სტუმრად უნივერსიტეტში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) პრეზენტაცია.

 

პრეზენტაციის ფარგლებში, „ელსას“ წარმომადგენლებმა სამართლის სკოლის სტუდენტებს გააცნეს დეტალური ინფორმაცია ასოციაციისა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. ისაუბრეს იმის შესახებ, რა შესაძლებლობებსაც სთავაზობს “ელსა“ სტუდენტებს და როგორ არის შესაძლებელი ასოციაციაში გაწევრიანება.

 

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია არის მსოფლიოს უდიდესი, აპოლიტიკური, არასამეწარმეო, იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც საქმიანობს საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.

 

დღეისათვის, ელსა მოიცავს 44 ევროპულ სახელმწიფოს, 390 - მდე სახელგანთქმულ უმაღლეს სასწავლებელს, 51000-მდე ახალგაზრდა იურისტ სტუდენტს.

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - i.khurtsidze@gruni.edu.ge