სასწავლო-შემეცნებითი ტური ქართლში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო-შემეცნებითი ტური ქართლში


უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლამ პროფესიული უნარების განვითარების, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეების გაცნობისა და ქართლის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შესწავლის მიზნით ტურიზმის პროგრამის პირველი დონის სტუდენტებისთვის ქართლში შემეცნებითი ტური მოაწყო.

 

ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად სტუდენტებმა განსაზღვრეს და შეადგინეს მარშრუტი, მოამზადეს სასწავლო თემატიკა და განახორციელეს აღნიშნული ტური, მოინახულეს XIII საუკუნის დასაწყისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ყინწვისის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც გამორჩეულია თავისი ფრესკული მხატვრობით, აგრეთვე, ძამას ხეობა, სარკინეთის მამათა და ორთუბნის დედათა მონასტრები.

 

ტურის ფარგლებში საფეხმავლო ტურიც განხორციელდა და სტუდენტებმა ბატეთის ტბა მოინახულეს.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge