კლასტერი - თანამშრომლობის ახალი ფორმა უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კლასტერი - თანამშრომლობის ახალი ფორმა უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის


21 სექტემბერსგრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმადარგობრივი კლასტერის ფორმირებისა და შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე სამ კომპანიასთან - შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსთან“, შპს „ედელინგთან“ და შპს „S.R.T“-თან, ოფიციალურად გააფორმა მემორანდუმი.

 

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ამ საკითხს მიეძღვნა, უნივერსიტეტის პროფესორმა და შპს „ედელინგის“ დამფუძნებელმა - შოთა საღრიშვილმა, სტუმრებს გააცნო ინფორმაცია კლასტერის შესახებ და ისაუბრა მის უპირატესობებზე. აღინიშნა, რომ ბიზნესსექტორისა და აკადემიური სფეროს ამგვარი თანამშრომლობა საინტერესო და მნიშვნელოვანია ევროპის ბაზარზე დასამკვიდრებლად და შესაბამისად, თვით ამ გაერთიანების მდგრადობის თვალსაზრისითაც.

 

უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ უპრეცედენტო უწოდა მსგავს თანამშრომლობას. აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის საინტერესო შეთავაზებები, იდეები, სიახლეები ახლად შექმნილი კლასტერის უპირობო წარმატების საწინდარია: „აკადემიურ სივრცეში ცოდნის დიდი კონტრიბუციაა, რომელიც ბიზნესმა შეიძლება მიზანმიმართულად გამოიყენოს“.

 

უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა მურთაზ კვირკვაიამ იმ საერთო სარგებელზე ისაუბრა, რომელიც ამ თანამშრომლობამ შეიძლება მოუტანოს ორივე მხარეს. პირველ რიგში ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული კვლევების წარმოება, იმავდროულად, სახელმწიფო, არასამთავრობო სტრუქტურებთან და სხვადასხვა ფონდთან თანამშრომლობის გაფართოება და მოპოვებული ფინანსური მხარდაჭერით ამ მიმართულების სიღრმისეული შესწავლა.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

 

საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია - m.kvirkvaia@gruni.edu.ge