საზაფხულო სკოლა - საკონსტიტუციო სასამართლოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საზაფხულო სკოლა - საკონსტიტუციო სასამართლოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე წლის 22 ივლისს იწყება საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის არის განკუთვნილი.

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში დასხვ.

 

2018 წლის საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამაა:

  • კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში;
  • ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი;
  • ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტები;
  • სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციური სტანდარტები;
  • ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სტანდარტები;
  • ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის პოლიტიკა.

 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი მეცნიერები:

  • იან კომარეკი - კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის პროფესორი;
  • რობერტ შაპირო - ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
  • რიჩარდ ვოგლერი - სასექსის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი;
  • ჰანს კრომბაგი - სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და კრიმინოლოგიის კვლევის ცენტრის პროფესორი;
  • ერინ დელანეი - ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
  • ეკჰარდ პახე - ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები;

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს:

 

სამი უცხოელი მეცნიერის მგზავრობის, დაბინავებისა და ჰონორარის ხარჯების ანაზღაურებას და სასწავლო მასალების/სახელმძღვანელოების გამოცემას.

 

11-13 ივლისს უნივერსიტეტში გაიმართა საზაფხულო სკოლის შესარჩევი კონკურსი. კომისიას ხელმძღვანელობდა თემურ ტუღუში - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე;

 

68 კონკურსანტიდან საზაფხულო სკოლის პროგრამისათვის კომისიამ გასაუბრების საფუძველზე 20 სტუდენტი შეარჩია.

 

უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს.