GIZ-ის წარმომადგენლების საჯარო ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


GIZ-ის წარმომადგენლების საჯარო ლექცია


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) წარმომადგენლების საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ჰარვარდის ბიზნესსკოლის სასწავლო კურსის - „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა“ (Microeconomics of Competitiveness), ფარგლებში დაიგეგმა და მიზნად ისახავდა აღნიშნული სკოლის მეთოდოლოგიისა და თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პარალელურად, დარგის სპეციალისტების პროფესიული გამოცდილების გაზიარებას სტუდენტებისათვის.

 

GIZ-ის წარმომადგენლებმა - რატი ანჯაფარიძემ და მიხეილ სხირელმა, ისაუბრეს ბიზნესკლასტერების განვითარების შესაძლებლობებისა და საქართველოში ამ მხრივ არსებული გამოცდილების შესახებ.

 

კითხვა-პასუხისა და მსჯელობის რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოს კერძო სექტორში არსებული მდგომარეობის განხილვა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო საკითხებზე ICT-ის, ავეჯის, ტანსაცმლისა და კინოინდუსტრიის კლასტერებთან დაკავშირებით.

 

 

საკონტაქტო პირი: პროფ. ვასილ კიკუტაძე, v.kikutadze@gruni.edu.ge