სასწავლო-შემეცნებითი ტური ქართლში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო-შემეცნებითი ტური ქართლში


ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა, რომლებმაც მიმდინარე სემესტრში მოისმინეს ტუროპერეიტინგის სალექციო კურსი, სწავლობენ ტურისტული მარშრუტების დაგეგმვასა და ტურის ხარჯთაღრიცხვის შედგენას, პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად პრაქტიკულად განახორციელეს სასწავლო-შემეცნებითი ტური ქართლში, მათთან ერთად სასწავლო ტურში მონაწილეობდნენ Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამით პოლონეთიდან ჩამოსული შჩეცინის უნივერსიტეტის პროფესორი დომინიკა კორდელა, სტუდენტი ანია მალანოვსკა და ტურიზმის პროგრამის პროფესორები.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სასწავლო ტური ჩატარდა შატო მუხრანში. აღსანიშნავია, რომ „შატო მუხრანი“ ეფუძნება ოთხ ძირითად ფასეულობას: ვენახები, მარანი, სასახლე და ისტორია. იგი პირველი ქართული შატოა და მისი საქმიანობა მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა - ივანე მუხრანბატონმა შექმნა. შატო მუხრანში სტუდენტებმა და პროფესორებმა ორი სახის ღვინო – საფერავი და რქაწითელი, დააგემოვნეს. ტურისტული მარშრუტის შემადგენლობაში იყო აგრეთვე, ძალისის არქეოლოგიური გათხრები და წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი.

 

სასწავლო ტურის მიზანი იყო ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა, საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების წარმოჩენა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის შემეცნება.

 

სტუდენტები და პოლონეთიდან ჩამოსული სტუმრები სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge