გიგი კაპანაძის ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გიგი კაპანაძის ლექცია


გამოცდილ სპეციალისტებთან, პრაქტიკოსებთან შეხვედრა, მათი გამოცდილების გაზიარება, ამა თუ იმ სფეროს თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების გაცნობა და ამით ცოდნის თვალსაწიერის გაფართოება ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლამ Advertwise - ის ციფრული მარკეტერი გიგი კაპანაძე მოიწვია, რომელმაც სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ონლაინ მარკეტინგის სხვადასხვა საინტერესო საკითხსა და თანამედროვე ტენდენციებზე.

 

ლექციამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუმარმა ამომწურავად უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს.

 

 

საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია - 593-36-28-21 – m.kvirkvaia@gruni.edu.ge