საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
ღონისძიებაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. იმიტირებულ პროცესზე განიხილეს საქმე „დავითი საქართველოს წინააღმდეგ“.
ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, გამარჯვება ბრალდების მხარემ მოიპოვა. იმიტირებულ პროცესს სტუდენტებთან ერთად ქალაქ თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლე ესწრებოდა. სასამართლო პროცესში მონაწილე სტუდენტებს, საქართველოს პროკურატურის სახელით წიგნები, სიგელები და სამახსოვრო მაისურები გადაეცათ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას, იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ – ჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას.
საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - i.khurtsidze@gruni.edu.ge