“Teen Academy” -ის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლას შორის დაწყებული ურთიერთობა გრძელდება.
სამართლის სკოლის ორგანიზებით, ყოველწლიური წარმატებული პროექტის - „გახდი იურისტის“ მონაწილე მოსწავლეები, საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრობდნენ.
მოსწავლეები დაესწრნენ სისხლის სამართლის პროცესს და პროექტის ფარგლებში თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკულად კიდევ ერთხელ განიმტკიცეს.
სასამართლოს შემდეგ მოსწავლეები საქართველოს პარლამენტსაც ეწვივნენ, დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს ისტორიული შენობა, განახლებული სხდომათა დარბაზი, გაეცნენ მის ისტორიასა და არქიტექტურას.
პროექტის ფარგლებში და შემდგომ უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობებით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა არაერთი უფროსკლასელის პროფესიული არჩევანი განაპირობა.
სამართლის სკოლა წარმატებას უსურვებს ყველა უფროსკლასელს და შემდგომშიც გეგმავს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - 599 50 96 96