წინასაახალწლო დღეებში უნივერსიტეტის სტუდენტები მოხუცთა თავშესაფარ „ლაზარეთს“ ესტუმრნენ.
ახალგაზრდები ამ შეხვედრისთვის ორ კვირას ემზადებოდნენ. უნივერსიტეტში შეგროვილი 500 ლარზე მეტი მოხუცთა სურვილების ასრულებასა და მათთვის სურსათის შეძენას მოხმარდა.
სტუდენტებმა მოხუცები ძალიან გაამხიარულეს, მათთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და საახალწლო საჩუქრებიც დაურიგეს. ამ შეხვედრით ყველა ერთნაირად ბედნიერი იყო, ყველას სიხარულით, სიკეთითა და მადლიერებით სავსე თვალები ჰქონდა, ზოგს ბედნიერი, ზოგიერთს კი - სევდანარევი, ცრემლიანიც კი.
ამიერიდან დედა ელენე ახალგაზრდებს ლოცვებში მოიხსენიებს, ისინი კი ხშირად მივლენ მოხუცთა თავშესაფარში და გულს გაუთბობენ ამ სახლის ბინადრებს.
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ორგანიზებით კიდევ 700 ლარამდე თანხა შეგროვდა, რომელიც მოხუცთა თავშესაფრის ბუნებრივი აირის დავალიანების გადახდას მოხმარდა.
სიკეთის კეთება არ არის რთული, ხშირად უნდა გავახაროთ მოხუცები!
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge