გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველკურსელები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ.
სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს ისტორიული შენობა და საპროცესო მართლმსაჯულების განხორციელების დარბაზები; გაეცნენ მისი დაარსების ისტორიასა და მართლმსაჯულების სასახლეში დაცულ სამართლის უძველეს ძეგლებს.
შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი სტუდენტებს ესაუბრა საერთო სასამართლოების სისტემისა და უზენაესი სასამართლოს განსაკუთრებული როლისა და ფუნქციის შესახებ, აგრეთვე, მოსამართლეთა უფლებამოსილებებზე, მიმდინარე საქმეებსა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თაობაზე.
აღინიშნა, რომ პროფესიული საფუძვლების დაუფლებისა და მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით ამგვარი შეხვედრა პირველკურსელი სტუდენტებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
შეხვედრამ და განხილულმა საკითხებმა ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ყველა სტუდენტს მიეცა თავისი აზრის გამოხატვის საშუალება.
პირველკურსელებმა დიდი მადლობა გადაუხადეს პროფესორ ზურაბ ძლიერიშვილს გულითადი შეხვედრისა და საინტერესო მიმოხილვისათვის.
უზენაეს სასამართლოში სტუდენტების ვიზიტს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ია ხურციძე.
საკონტაქტო პირი: ია ხურციძე 599509696