უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისათვის შატო მუხრანის Brand Ambassador-მა ალექსი ბადუაშვილმა მასტერკლასი ჩაატარა. სტუმარმა ახალგაზრდებს გააცნო საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები, აგრეთვე, „შატო მუხრანი“, რომელიც პირველი ქართული შატოა და მისი საქმიანობა მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა - ივანე მუხრანბატონმა, შექმნა.
აღინიშნა, რომ „შატო მუხრანი“ ეფუძნება ოთხ ძირითად ფასეულობას: ვენახები, მარანი, სასახლე და ისტორია. ალექსი ბადუაშვილმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ძირითადი მოთხოვნადი ბრენდების: რქაწითელი, შავკაპიტო, საფერავი, გორული მწვანე, გამორჩეული თვისებები. ისაუბრა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შატო მუხრანის პროდუქციის მარკეტინგულ წარმატებაზე, განიხილა აღნიშნული კომპანიის პროდუქციის ექსპორტირების საკითხები, ჯილდოები, სიახლეები და სხვ.
სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ მეცადინეობის პროცესში.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge