ქართველი სტუდენტი ჰარვარდში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ქართველი სტუდენტი ჰარვარდში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2016 წელს ჰარვარდის ბიზნესსკოლის (HBS) სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის პარტნიორი გახდა და დღემდე წარმატებით ახორციელებს მათი სწავლების მეთოდოლოგიასა და სასწავლო მასალაზე დაფუძნებულ კურსს „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა“ (Microeconomics of Competitiveness).

 

2017 წლის დეკემბერს ჰარვარდის ბიზნესსკოლაში აფილირებული წევრი უნივერსიტეტებისა და აკადემიური პერსონალის ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც განიხილავენ კონკურენტუნარიანობის, სტრატეგიისა და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შექმნა პირველი პრეცედენტი და წარადგინა დოქტორანტ თამარ ხახიშვილის სადისერტაციო ნაშრომის: „მართვის ინოვაციური მიდგომები - ქალაქებისა და კომპანიების კონკურენტუნარიანობა“, ფარგლებში ჩატარებული კვლევის შუალედური შედეგები.

 

სამეცნიერო თემატურ საბჭოზე ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებული პროფესორების მიერ სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები და რეკომენდაციები. წარმოდგენილი სადისერტაციო თემის ხელმძღვანელებმა, პროფესორმა კენ ჩერმანმა და შოთა საღრიშვილმა დოქტორანტთან ერთად დაგეგმეს შემდეგი სამუშაო ეტაპები. ამასთან ერთად, შეირჩნენ ჰარვარდის ის აფილირებული პროფესორებიც, რომლებიც დაცვისას ოპონირებას გაუწევენ კანდიდატს.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ერთმნიშვნელოვნად დასახელდა აფილირებულ წევრებს შორის ყველაზე აქტიურ უნივერსიტეტად კავკასიის რეგიონში.

 

ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენციის ინსტიტუტის პრეზიდენტის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან, როგორც წევრ აფილირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობაც.

 

 

საკონტაქტო პირი: შოთა საღრიშვილი