უწყვეტი განათლება - პრიორიტეტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უწყვეტი განათლება - პრიორიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოიპოვა „სტაციონარული დაწესებულებების კლინიკის მენეჯერის მუშაობის ადმინისტრირებისა“ და „სტომატოლოგიური კლინიკის მუშაობის მენეჯმენტის“ სასწავლო კურსის განხორციელების უფლება.

 

აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში უკვე გადამზადდა 34 კლინიკის მენეჯერი, კერძოდ, თბილისის, იმერეთის, სამეგრელოსა და სხვა რეგიონების საავადმყოფო დაწესებულებების ხელმძღვანელები.

 

სასწავლო პროგრამები ითვალისწინებს სტაციონარულ დაწესებულებებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებში მომუშავე მენეჯერების პროფესიული ცოდნის ამაღლებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა:

  

  • ჯანდაცვის კანონმდებლობა;
  • სტაციონარის ადმინისტრირების საკითხები;
  • ხარისხის მართვის პრობლემები;
  • ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა;
  • სოციალური დაზღვევა და სოციალური უზრუნველყოფა;
  • სტრესული მენეჯმენტი, დროის მენეჯმენტი და მუშაობის პროგრამირება;
  • ექიმი და საშუალო სამედიცინო პერსონალი;
  • ხარისხის მართვის საკითხები და სხვა.

 

პროგრამის განხორციელებაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, ეკონომიკის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები.

 

პროგრამას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გერზმავა.

 

8 დეკემბერს უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა რეგიონის კლინიკის მენეჯერებს საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სტუმრებს სასწავლო კურსის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ.

 

 

საკონტაქტო პირი:  ოთარ გერზმავა