სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე


პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების როლის გააქტიურების, ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო პროცესებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით თბილისში, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია „კულტურული დიალოგი და ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში“.

კონფერენცია ორ პანელად მუშაობდა და განიხილავდა საკითხებს:

  • სახალხო დიპლომატიის როლი კონფლიქტების რეზოლუციაში;
  • ტურიზმისა და ქართული პროდუქციის როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში;

 

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა კონკურსის წესით შერჩეული 30-მდე ახალგაზრდა, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც:

 

ნატო ხარებავა - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა;

ანა კვარაცხელია - ბიზნესისა და მართვის სკოლა;

ხატია შალვაშვილი - ბიზნესისა და მართვის სკოლა;

 

საკითხების განხილვისას სამივე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა საპანელო დისკუსიაში.

 

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ბელა კოპალიანი.

 

უნივერსიტეტის სტუდენტები კვლავაც გააგრძელებენ მონაწილეობას საერთაშორისო თუ სამთავრობო კონფერენციებში.

 

 

საკონტაქტო პირი: k.maisuradze@gruni.edu.ge    577 253 460