ინტერაქტიური სემინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინტერაქტიური სემინარი


ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ინტერაქტიური სემინარი ჩაატარა ტურისტული კომპანია „Qveen Tamada“–ს დირექტორმა გიორგი დარციმელიამ. მან სტუდენტებს გააცნო საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები, ესაუბრა ღვინის ტურიზმის გეოგრაფიაზე, ინტერნეტგაყიდვებსა და ღვინის წარმოების ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიცაა: გარემო, ღვინის დაყენების პროცესში მონაწილეობა და ღვინის დაგემოვნება.

 

საგანგებოდ აღინიშნა საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი პირობების შესახებ, ესაა: ქვეყნის უნიკალური შესაძლებლობები, კულტურა და ავთენტურობა, საქართველოს მზარდი ცნობადობა, აგრეთვე, იუნესკოს მიერ აღიარებული ქვევრის ღვინო, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა წარადგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ამ პროდუქტს მსოფლიო ბაზარზე.

სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ სემინარის შემდგომ დისკუსიაში.

 

შეხვედრაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ტურისტულ კომპანია „Qveen Tamada“–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge