უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე ტონზილებთან და ადენოიდებთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები განიხილა მედიცინის სკოლის პედაგოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა გაგა ყულიაშვილმა. მან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო რისკფაქტორები, რომლებიც იწვევს ტონზილებისა და ადენოიდების ჯანსაღი ფუნქციის მოშლას, პოპულარულ ენაზე აღწერა დაავადებები, რომლებიც ამ პროცესის შედეგად ვითარდება და ისაუბრა მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე.
შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიის ფორმატით. სტუდენტებმა არაერთი საინტერესო შეკითხვა დასვეს, რომლებსაც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა. ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ყველაზე ხშირ პათოლოგიებთან დაკავშირებული საჯარო ლექციების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება.
საკონტაქტო პირი: ანა თეგეთაშვილი - 599 99 31 91