კონფერენცია „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონფერენცია „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის”

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა II კონფერენცია „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის” თემაზე „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში“. კონფერენცის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა, პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წევრებმა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა.

 

კონფერენციაში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო ფილოსოფიის დოქტორმა გიორგი ხუროშვილმა, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „ტოლერანტობა, ინტერკულტურულობა, სამოქალაქო ცნობიერება - ტოლერანტობის ბედი საქართველოში”.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უახლოეს მომავლაში გამოსცემს კონფერენციის მასალებს.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 577538626; n.kemertelidze@gruni.edu.ge