მოდელირებული პრეს-კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებთან - ვასილ მაღლაფერიძესა და ია ანთაძესთან. პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ ჟურნალისტი სალომე სილაგაძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ვახტანგ სალია.
შეხვედრა სტუდენტთა გამორჩეული აქტიურობით ჩატარდა. გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ და ია ანთაძემ გულწრფელად ისაუბრეს მაუწყებლის რეორგანიზაციის პრობლემებზე, სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია განახლებული სამაუწყებლო ბადის კონცეფციის შესახებ და სხვ.
სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს სტუდენტთა არაერთ შეკითხვას.