ტურიზმის პროგრამის ფარგლებში I აკადემიური წლის სტუდენტებისთვის მოეწყო სასწავლო კულტურული ტური სამცხე-ჯავახეთში. სტუდენტებმა ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს სასწავლო ტური, ტურიზმის გეოგრაფიის სალექციო კურსის გათვალისწინებით მოამზადეს სასწავლო თემატიკა და მოინახულეს წმინდა გიორგის სახელობის IX საუკუნის მწვანე მონასტერი, X საუკუნეში დაარსებული მონასტერი საფარა, IX საუკუნის ზარზმის მონასტერი და ახალციხეში ისტორიული რაბათის ციხე.
სასწავლო ტური მიზნად ისახავდა საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობას, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეების შესწავლას.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge