ფილმის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფილმის პრეზენტაცია


უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა სატელევიზიო სტუდიაში მომზადებული ფილმის „გულის მეორე მხარეს“ პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნუნუ დუღაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორები, მომღერლები და  შემოქმედებითი სფეროს სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე, უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები.

 

ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. ფილმი წარადგინა ავტორმა, მასობრივი კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის პროგრამის ლექტორმა  თათია პაჭკორიამ.  ფილმის დასრულების შემდეგ, საღამოს სტუმრებმა ლადო კახაძემ,  ცნობილმა მომღერალმა ნანული აბესაძემ და სხვებმა აღფრთოვანება გამოხატეს ფილმის ისტორიული მნიშვნელობისა და  მაღალი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების გამო. კომპოზიტორმა ნუნუ დუღაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და უნივერსიტეტს ასეთი ფილმის შექმნისათვის.

 

ფილმის მონტაჟზე იმუშავა უნივერსიტეტის ტელესტუდიის მემონტაჟემ ნათია კვირჩილაძემ.