თენგიზ ირემაძე ფრანკფურტის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თენგიზ ირემაძე ფრანკფურტის უნივერსიტეტში

2017 წლის 27-29 ივნისს, ცნობილი გერმანელი მეცნიერის, პროფ. ჰარტმუტ ლეპინის მიწვევითა და „გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის პრემიის“ მიერ დაფინანსებული პროექტის („გვიანანტიკური ქრისტიანობის პოლიფონია“) ფარგლებში, ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ირემაძე, რომელმაც გამართა სამეცნიერო კოლოკვიუმი თემაზე: „ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში“. კოლოკვიუმის ფარგლებში პროფ. თენგიზ ირემაძემ წაიკითხა მოხსენება გვიანანტიკური ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისების შესახებ, რომელმაც დამსწრე სამეცნიერო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენებების შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი და უაღრესად ნაყოფიერი დისკუსია გვიანანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული აზროვნების ურთიერთმიმართების შესახებ. პროფ. თენგიზ ირემაძე თავის მოხსენებაში შეეხო გვიანტიკური ქრისტიანული ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლების (იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, ევაგრე პონტოელის, მაკარი მეგვიპტელის და ა.შ.) ქრისტიანულ კონცეფციებს და საგანგებოდ განიხილა მათი გავლენა შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის, კერძოდ კი, ქრისტიანული ფილოსოფიის ჩამოყალიბების პროცესში. მომხსენებლის აზრით, ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში დიდწილად სწორედ ამ მოაზროვნეთა ქრისტოლოგიური მოძღვრების მიხედვით უნდა იქნეს გაგებული. პროფ. ირემაძემ ასევე ისაუბრა მეუდაბნოე ბერთა საღვთისმეტყველო კონცეფციების ჭრილში ქართული ბერმონაზოვნური ტრადიციის ფილოსოფიური და სოციოლოგიური ანალიზის აუცილებლობის შესახებ, რომელიც, მისი აზრით, სამომავლო სამეცნიერო კვლევა-ძიების გადაუდებელ ამოცანად რჩება.