ჰარვარდის სასწავლო კურსი უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჰარვარდის სასწავლო კურსი უნივერსიტეტში

პირველად, საქართველოში, 2016-2017 სასწავლო წელს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაინერგა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის განხორციელდა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის (HBS) სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის სასწავლო კურსი კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა (Microeconomics of Competitiveness). კურსის სწავლება ეფუძნება HBS-ის მეთოდოლოგიას, რომლის დანერგვის და განხორციელების უფლება ენიჭებათ ჰარვარდის უნივერსიტეტთან აფილირებულ უნივერსიტეტებს, ისიც მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

კურსი მოიცავდა ფირმების სტრატეგიის, ინოვაციური მიდგომების და კლასტერების როლის განხილვას კონკურენტული ბაზრის პირობებში, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ქვეყნების პროდუქტიულობას. სწავლების ძირითადი ნაწილი ემყარება ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პრაქტიკულ ქეისებს აქ აპრობირებული სწავლების მეთოდოლოგიის შესაბამისად. (იხილეთ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის მაგისტრანტების მიერ შემუშავებული ქეისი).

 

აღსანიშნავია, რომ ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკის კურსი, საქართველოში, მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში იკითხება.

 

უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის აფილირებულ უნივერსიტეტთა ქსელის წევრი გასულ წელს გახდა.

 

 

საკონტაქტო პირი: m.kvirkvaia@gruni.edu.ge 593-36-28-21