გასვლითი ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ლექცია


ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია ჩაატარა ექსკურსიათმცოდნეობის დისციპლინის ლექტორმა ლელა გიორგაძემ. ლექცია გულისხმობდა საჩვენებელ ტურს ძველ თბილისში. ტურის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს აბანოთუბანი, ლეღვთახევი, მეიდანი, შარდენი, ანჩისხატის ეკლესია.

 

ზოგადად, ექსკურსიათმცოდნეობის სალექციო კურსი მოიცავს საფეხმავლო, სატრანსპორტო და სამუზეუმო გიდობის ხელოვნების ათვისების პრაქტიკულ ასპექტს. დაგეგმილი ტურის შემდეგ სტუდენტები თავად ატარებენ საჩვენებელ ტურებს, რითაც ემზადებიან მომავალში პროფესიის უკეთ დაუფლებისთვის.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge