209-ე აუდიტორიაში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, პროექტების მენეჯერი მაია მუშკუდიანი შეხვდა ბიზნესისა და მართვის სკოლის მარკეტინგის პროგრამის სტუდენტებს. მან ისაუბრა ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ და შესთავაზა სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის კონცეფციის შემუშავებაში.
სტუდენტებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სამინისტროს წამოწყებას და მზადყოფნა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ ესოდენ მნიშვნელოვან აქტივობაში.
საკონტაქტო პირი: ქეთი მაისურაძე k.maisuradze@gruni.edu.ge 577-25-34-60