საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია თემაზე ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები, რომლის მხარდამჭერი და სპონსორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბიზნესის და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტმა ანნა კვარაცხელიამ.
კონფერენციაზე 100-მდე სტუდენტის ნაშრომი იყო წარდგენილი. აქედან ოცი ნაშრომი შეირჩა, მათ შორის, ანნა კვარაცხელიას მოხსენება - საქართველოში ტურისტული კლასტერების პოტენციალის კვლევა, როგორც ტურიზმის მდგრადი განვითარების შესაძლებლობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ანნა კვარაცხელია დააჯილდოვა სერტიფიკატით და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ დაწესებული პრიზით, რაც ითვალისწინებს სამ თვიან სტაჟირებას.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაკა ფირანაშვილი, რომელმაც უნივერსიტეტის სახელით, პირველ ადგილზე გასული სტუდენტი ქეთევან მაღრაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 150 ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: (http://gnta.ge/conference)
საკონტაქტო პირი: ქეთევან მაისურაძე k.maisuradze@gruni.edu.ge