27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ: აკაკი ზოიძემ ,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, გამართა მოდელირებული პრეს-კონფერენცია, რომელიც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური პროგრამის შემადგენელი სასწავლო კომპონენტია.
კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია მინისტრის ხედვამ თანამედროვე დროების პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ.
პრეს-კონფერენციას უძღვებოდა სულხან მელაძე.
პრესკონფერეციის ფარგლებში სტუდენტებთან ერთად განიხილა დღევანდელი მიმდინარე აქტუალური პრობლემები.