სილვია ბარბონეს სემინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სილვია ბარბონეს სემინარი


ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO, ევროკომისიის ETIS, ევროპარლამენტისა და სხვა გლობალური ორგანიზაციების მზოგავი (მდგრადი) ტურიზმის წამყვანი ექსპერტის სილვია ბარბონე სემინარს.

 

სილვია ბარბონე არის მზოგავი ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიის ავტორი, რომელიც ცნობილია როგორც PM4SD – Project Management for Sustainable Tourism Development (პროექტის მენეჯმენტი მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის).

 

სემინარზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ტურიზმის განვითარების ახალი კონცეფციები, მდგრადობის თეორიის პრაქტიკაში გატარება, ტურისტული პროდუქტის შექმნა-განვითარებისას მდგრადი მიდგომის განსაზღვრა, კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობა აღნიშნული საკითხის გარშემო, მდგრადი მართვის ხედვები და მიდგომები.

 

სემინარი ინტერაქტიური ფორმატით წარიმართა.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge