ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ფირანაშვილი, ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე და სტუდენტი ივდით შვანგირაძე მონაწილეობას იღებდნენ თბილისში, სასტუმრო ბილტმორში ჩატარებულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-3 საერთაშორისო კონფერენციის - ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის - მუშაობაში.
კონფერენციის მუშაობაში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობდა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა, ახალი ბაზრების დივერსიფიკაციისა და ინვესტიციების სტიმულირებისათვის, განიხილეს სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების, სამთო ტურიზმის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები... იმსჯელეს საერთაშორისო ბაზრებზე სამთო კურორტების პოპულარიზაციისათვის ინოვაციური მეთოდების გამოყენებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და მარკეტინგულ სფეროებს უკავშირდება.
კონფერენცია ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ჩვენს ქვეყანაში მთის კურორტებისა და, ზოგადად, ტურიზმის განვითარებას.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge