გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელმა სალომე კვარაცხელიამ, ჩაატარა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსების პრეზენტაცია.
პრეზენტაციის ფარგლებში, სამართლის სკოლის სტუდენტები გაეცნენ პროგრამების შინაარსს, სწავლების მეთოდოლოგიას, ზოგადად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს. პრეზენტაციამ, რომელიც წარიმართა დიალოგის ფორმატით, სამართლის სკოლის სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
საკონტაქტო პირი: ია ხურციძე 599509696

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI