დარგის მოწვეული სპეციალისტის ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დარგის მოწვეული სპეციალისტის ლექცია


208-ე აუდიტორიაში ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა დარგის მოწვეულმა სპეციალისტმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს (www.apa.gov.ge) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა პაატა ვარდანაშვილმა.

 

ლექციის თემა შეეხებოდა საქართველოს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობასა და კატეგორიებს, ასევე აქტივობებს რომელიც აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებზე ვრცელდება. სტუმარმა ახსნა ეკოტურიზმის განვითარების მალიმიტირებელი ფაქტორები - გარემოს დაბინძურება, უსაფრთხოების პირობები და სხვა.

 

ლექციის თემატიკა მოიცავდა, აგრეთვე, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განსახორციელებელ პროექტებს და სტუდენტების პროფესიულ პრაქტიკას.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge