უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსთან, ნატოში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთან, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან.
შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის თანადამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.
საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ ფედერაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფედერაციის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის მედალიონით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ წაიკითხა ღია ლექცია ახალგაზრდობის სამხედრო-პატრიოტული აღზრდის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გულნაზ გალდავა, უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სკოლის დეკანი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი ზურაბ ხაჩიძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
ლექციის შემდეგ გაიმართა დებატები წამოჭრილი საკითხების გარშემო.