პროექტი გახდი პოლიტიკოსი დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტი გახდი პოლიტიკოსი დასრულდა


გაიმართა პროექტის ფინალური ეტაპი, რომელშიც, მოსწავლეთა მიერ რეგისტრირებული, შვიდი ფრაქცია მონაწილეობდა. შესარჩევი კომისიის წევრები იყვნენ: პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი. სხდომას უძღვებოდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტი თენგიზ თევზაძე.

 

ფინალში წარდგენილი შვიდივე ინიციატივა, ძალიან საინტერესო იყო, თუმცა, მათგან ერთი გამარჯვებული გუნდი შეირჩა, რომლის თითოეულმა წევრმა უნივერსიტეტისგან მიიღო 3000 ლარიანი ვაუჩერი. მისი გამოიყენება შესაძლებელია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, 4 წლის მანძილზე, სწავლის საფასურის გადახდისთვის, ხოლო სხვა მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატი და 5% ფასდაკლების ვაუჩერი.

 

პროექტის გახდი პოლიტიკოსი გამარჯვებული გახდა ფრაქცია ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის. მათი ინიციატივა გულისხმობდა შრომის კოდექსში გამოსაცდელი ვადის შემცირებას. გამარჯვებულ ფრაქციაში რეგისტრირებულ მოსწავლეებს: აკაკი ტყეშელაშვილს, ლაშა მჭედლიშვილსა და ლადო სადუნიშვილს გადაეცათ სერთიფიკატები და 3000 ლარიანი ვაუჩერები.

 

პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ერთობლივად განახორციელეს.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvilio@gruni.edu.ge