ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის გრძელდება პროგრამა შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან. 113-ე აუდიტორიაში სტუდენტები შეხვდნენ სასტუმრო „ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ (www.hotelspreference.ge) ადამიანური რესურსების მართვის (HR) დეპარტამენტის დირექტორს ეკა მაჭავარიანს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროში დღევანდელი მდგომარეობით დასაქმებულია 290 ადამიანი, ხოლო აქტიური სეზონის დროს იმატებს საათობრივი ანაზღაურებით მიღებული პერსონალის რაოდენობა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სასტუმროების კლასიფიკაცია და სტრუქტურა, სასტუმროში ოთახის ტარიფები, ტურისტული ნაკადების სეზონურობა და მომსახურების მრავალფეროვნება, ასევე საუბარი წარიმართა სტუდენტების დასაქმებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე, პროფესიული პრაქტიკის და სტაჟირების შესაძლებლობებზე.
დაიგეგმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სასტუმრო „ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge