შოთა გულბანის საჯარო ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შოთა გულბანის საჯარო ლექცია


211-ე აუდიტორიაში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე - ფინანსური ბაზრები: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის. სტუმარმა ლექტორმა ხაზი გაუსვა ფინანსური ბაზრების როლს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. მსმენელები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ფინანსური ბაზრების განვითარებასა და ლარის კურსის გამყარებას შორის არსებული კავშირებით.

 

ლექციის ბოლოს, ბატონმა შოთამ აუდიტორიას შესთავაზა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში სტაჟირება, რაზეც სტუდენტებმა მზაობა განაცხადეს.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ გამსახურდია, t.gamsakhurdia@gruni.edu.ge