რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მისი მოადგილე ნუგზარ სალია და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შემადგენლებაში მყოფი მუნიციპალიტეტების - ბოლნისის, მარნეულის, რუსთავის გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკას წარმომადგენლები.
ასოცირებულმა პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცენტრის მიზნები და ფუნქციები, შესთვაზა საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობის საინტერესო ფორმატი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა. ცენტრის დაარსების იდეამ საჯარო მოსამსახურეების ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge