კენტავრი 2016 გამარჯვებულების დაჯილდოება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კენტავრი 2016 გამარჯვებულების დაჯილდოება


კინოთეატრ „ამირანში“, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სატელევიზიო გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების VIII საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „კენტავრი 2016“ დასკვნითი ღონისძიება.

 

ფესტივალი მიზანად ისახავს სტუდენტი და შემოქმედი ახალგაზრდობა წახალისოს და შეუქმნას საჯარო სივრცე საკუთარი ნამუშევრების წარსადგენად.

 

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

 

საუკეთესო საავტორო ტელე-გადაცემა - „არჩევანი“, ეკატერინე საჩიშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი).

 

 საუკეთესო პროექტი და ოპერატორული ნამუშევარი - „ამაოება“, დუდა გულედანი (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი).

 

წარმატებული დებიუტი - „რიფსიმე და შოთა“, ლაშა ბაშარული (თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი).

 

ჟიურის სიმპათია - „აბურა“, გიორგი მაღრაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო-სასწავლო ცენტრი).

 

თემის აქტუალურობა - „სახლი“, ოქტაი ნამაზოვი (აზერბაიჯანი, Elephant Group).

 

გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ფესტივალის ჟიურისა და სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა მახარაძე; e-mail: studia@gruni.edu.ge