სტაჟირება ჰოლდინგურ კომპანია თეგეტა მოტორსში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირება ჰოლდინგურ კომპანია თეგეტა მოტორსში

დასაქმების ცენტრმა, ჰოლდინგურ კომპანია თეგეტა მოტორსის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, წარადგინა ბიზნესისა და მართვის სკოლის (ფინანსები) 13 სტუდენტი.

 

აღნიშნულმა სტუდენტებმა 1 ნოემბერს, გაიარეს ტესტირება და გასაუბრება. შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები, გაივლიან ინტენსიურ 2 თვიან თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს, რომლის განმავლობაშიც შეისწავლიან კომპანია თეგეტა მოტორსის პროდუქტებს და შიდა პროგრამებს, გაივლიან სტაჟირებას გაყიდვების ოფისში.

 

წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ოფისებში თბილისის მასშტაბით.

 

 

საკონტაქტო პირი: დასაქმების კოორდინატორი ქეთევან კიტოვანი; k.kitovani@gruni.edu.ge; 2384406