მემორანდუმი მარკეტინგულ კომპანიასთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი მარკეტინგულ კომპანიასთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ინოვაციური ტექნოლოგიების მარკეტინგულ კომპანის “ჯეო-ქარდს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას და სტუდენტების სტაჟირების/დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას.

 

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიამ ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს ჩაუტარა მასტერ-კლასი მარკეტინგის საკითხებზე ინოვაციურ ტექნოლოგიებში. მეცადინეობას უძღვებოდა კომპანია “ჯეო​-ქარდის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა მაკდესიანი.

 

 

საკონტაქტო პირი: დასაქმების კოორდინატორი - ქეთევან კიტოვანი; k.kitovani@gruni.edu.ge; 2384406