კურსდამთავრებული უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კურსდამთავრებული უნივერსიტეტში


104-ე აუდიტორიაში შედგა ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტთა შეხვედრა ამავე პროგრამის 2015-2016 სასწ. წლის კურსდამთავრებულ გიორგი სიხარულიძესთან, რომელიც ამჟამად მუშაობს ტურისტული კომპანია ლაივ ჯორჯია-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სტუმარმა ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე, ტურიზმის ბიზნესის განვითარების თავისებურებებზე, შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე - აუდიტორიას გაუზიარა პირადი გამოცდილება ტურისტული კომპანიის მართვის და ტურპაკეტების შექმნის შესახებ.

 

შეხვედრა ითვალისწინებდა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და კომპანია ლაივ ჯორჯია-ს შორის.

 

შეხვედრი ბოლოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge