109-ე აუდიტორიაში შედგა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტთა შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან, კომპანია „ვისოლის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან. შეხვედრას 80-მდე სტუდენტი ესწრებოდა. სტუმარმა გაანალიზა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გლობალური ეკონომიკის კონტექსტში, ისაუბრა ბიზნესის განვითარების თავისებურებებზე, აუდიტორიას გაუზიარა პირადი გამოცდილება კომპანიის მართვის შესახებ, შეაფასა თანამედროვე შრომის ბაზარი და რამდენიმე რჩევა მისცა სტუდენტებს წარმატებული კარიერის განვითარებისათვის.
ბატონმა სოსომ სტუდენტთა ყველა შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი არათუ უტოლდება მსოფლიო სტანდარტებს, არამედ ზოგიერთი პარამეტრით უსწრებს კიდეც. მისი აზრით, ეს ფაქტი თითოეული სტუდენტისათვის საამაყო და მაღალი სასწავლო მოტივაციის საფუძველი უნდა იყოს.
შეხვედრა მაღალი აქტივობის ნიშნით ჩატარდა.
საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია m.kvirkvaia@gruni.edu.ge