12 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართა DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, დოქტ. მარტინ პრაქსენტალერის საინფორმაციო შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
ბატონმა პრაქსენტალერმა წარმოადგინა DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები: საზაფხულო ენის კურსები, სამაგისტრო პროგრამები ყველა სპეციალობისთვის, სამაგისტრო სტიპენდიები ეკონომისტებისთვის, კვლევითი და სადოქტორო პროგრამები და სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის.
პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე შედგა და დასრულდა კითხვა-პასუხის რეჯიმში. კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იყო ასევე ქართულ ენაზეც. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები დაინტერესდნენ და გამოთქვეს სასტიპენდიო პროგრამებში აქტიურად მონაწილეობის სურვილი.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაიშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge