პროფესიული პრაქტიკა ტურიზმში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესიული პრაქტიკა ტურიზმში


ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა ერთთვიანი პროფესიული პრაქტიკა გაიარეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია თბილისში, ტურისტულ კომპანიებში: "აღმოაჩინე საქართველო", "თრეველ გრუფი" და "მსოფლიო ტური". პრაქტიკა მიზანად ისახავდა ტურისტული ბიზნესის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებას, კონკრეტული ტურისტული და მასპინძლობის კომპანიის მართვის სტრუქტურის, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თავისებურებების გაცნობას, აკადემიურ გარემოში შეძენილი ცოდნისა და კომპეტენციების გამოყენებას პრაქტიკაში.

 

ერთი თვის განმავლობაში სტუდენტებმა შეისწავლეს პრაქტიკის ობიექტის მუშაობის სპეციფიკა, აწარმოეს დღიური ყოველდღიური საქმიანობისა და შესრულებული ფუნქციების აღწერით, ხოლო პრაქტიკის შედეგები ასახეს ანგარიშში, რომლის დაცვაც განხორციელდა 16 ივნისს უნივერსიტეტში. 

 

სტუდენტებს პრაქტიკის გავლა დაუდასტურდათ სერთიფიკატებითა და კრედიტით, ხოლო სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია თბილისის ადმინისტრაციისგან მიიღეს შეთავაზება მუშაობის დაწყების შესახებ.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge