სასწავლო-კულტურული ტური საინგილოში (აზერბაიჯანი)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო-კულტურული ტური საინგილოში (აზერბაიჯანი)


2016 წლის 24-26 ივნისს, ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის დაფინანსებით, მოეწყო სამდღიანი სასწავლო-კულტურული ტური საინგილოში (ისტორიული ჰერეთი). სტუდენტებმა, პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად შეადგინეს სასწავლო ტურის მარშრუტი და  მოინახულეს შემდეგი ღირსშესანიშნაობები: კახის მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ალავერდის ტაძარი, თამარის ხიდი, ელისენის ჩანჩქერი, კასრის საყდარი და სამაროვანი სამარხები, გიშის ტაძარი, ნუხში ხანის სასახლე (ხანსარა), ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია და ქართული სოფლები: ალათემური და ალიბეგლო, გაესაუბრნენ მკვიდრ მოსახლეობას.

 

 სტუდენტები ამ ტურით გაეცნენ საინგილოს ლოკალურ ტურისტულ პოტენციალს, შეისწავლეს ისტორიული ჰერეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მდებარეობა, რესურსები, ეთნო-სამზარეულო და ტრადიციები, ახალი გამოცდილება შეიძინეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარის განვითარების თვალსაზრისით, პრაქტიკულად დაეუფლენ ტურისტული მარშრუტის სწორად ფორმირების ტექნოლოგიას.

 

სასწავლო ტურის დასრულების შემდეგ ჩატარდა შემაჯამებელი პრეზენტაც

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge