გიგა გაბრიჩიძის საჯარო ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გიგა გაბრიჩიძის საჯარო ლექცია


მ/წ 22 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა გიგა გაბრიჩიძემ გამართა საჯარო ლექცია: "კორპორაციული შესაბამისობა".

 

ბატონმა გიგამ წარმოაჩინა ქართული სამართლის სისტემაში კორპორაციული შესაბამისობის ინტეგრირების აუცილებლობა, განიხილა Compliance Management System-ის უპირატესობები და მისი პრაქტიკაში აღსრულების პრობლემატიკა.

 

ლექციას ესწრებოდნენ მოქმედი იურისტები, ეკონომისტები და მენეჯერები, ასევე სამართლის ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტები. მომხსენებელმა საინტერესოდ და ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

 

 

საკონტაქტო პირი: საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი ტელ: (+995 32) 2384406 (400);